უკრაინის ქალაქ გალიჩში საავადმყოფო დაიტბორა, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ
უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ გალიჩში წყალდიდობის შედეგად საავადმყოფო დაიტბორა, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ. ინფორმაციას გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საავადმყოფოდან ადამიანების ევაკუაცია უკვე დაიწყო, თუმცა მდგომარეობას ის ართულებს, რომ კლინიკაში კოვიდინფიცირებულები მკურნალობენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეტეოროლოგიური პირობების გამო უკრაინის დასავლეთით, ექვს ოლქში რთული მდგომარეობაა.