უკრაინის ქალაქ გალიჩში საავადმყოფო დაიტბორა, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ
უკრაინის ქალაქ გალიჩში საავადმყოფო დაიტბორა, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ

უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ გალიჩში წყალდიდობის შედეგად საავადმყოფო დაიტბორა, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ. ინფორმაციას გამოცემა „უნიანიავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საავადმყოფოდან ადამიანების ევაკუაცია უკვე დაიწყო, თუმცა მდგომარეობას ის ართულებს, რომ კლინიკაში კოვიდინფიცირებულები მკურნალობენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეტეოროლოგიური პირობების გამო უკრაინის დასავლეთით, ექვს ოლქში რთული მდგომარეობაა.