უკრაინის პროკურატურა - ოლიგარქ კურჩენკოსთან სააკაშვილის შუამავალი სევერიონ დანგაძე იყო
უკრაინის პროკურატურა - ოლიგარქ კურჩენკოსთან სააკაშვილის შუამავალი სევერიონ დანგაძე იყო

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, დაკავებულ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთში გაქცეულ უკრაინელ სერგეი კურჩენკოს შორის შუამავალი, სააკაშვილთან დაახლოებული პირი სევერიონ დანგაძე იყო.

ამის შესახებ ლუცეკონმ ცოტა ხნის წინ გამართილ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სერგეი კურჩენკომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს 500 ათასი დოლარი გადასცა.

როგორც ლუცენკომ ბრიფინგზე განაცხადა, თანხის დაახლოებით ნახევარი სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ დანგაძესგან ამოიღეს.

„სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, კერძოდ კი სევერიონ დანგაძემ, სააკაშვილთან შეთახმებით მიმართა კურჩენკოს, რომელიც იმალება ქალაქ მოსკოვში და მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ინტერესების სანაცვლოდ სააკაშვილის საქმინობის დაფინანსება შესთავაზა. ჩვენ დავაფიქსირეთ რუსული მხარისგან დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის მიღება. თანხის დაახლოებით ნახევარი სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ დანგაძესგან ამოიღეს”,  – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

ამასთან, იური ლუცენკომ გამოქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, ასევე კურჩენკოს ნდობით აღჭურვილი პირი უკრაინაში არეულობებს გეგმავენ.