უკრაინის გენპროკურორი - სააპელაციო სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ სააკაშვილი შინა პატიმრობაში უნდა დარჩეს
უკრაინის გენპროკურორი - სააპელაციო სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ სააკაშვილი შინა პატიმრობაში უნდა დარჩეს

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით შეკითხვებს, ლუცენკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე იმ დროს, როდესაც მისი მარჯვენა ხელი სევერიონ დანგაძე პატიმრობაში იმყოფება. შეიძლება ვისაუბროთ ცუდ მოსამართლეებზე, მაგრამ მე როგორც გენერალურ პროკურორს, არ მაქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო სახელმწიფოს საფუძველი, რაც არის კანონი, რომელიც ყველასთვის ერთია. არ ვეთანხმები სააკაშვილთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ჩვენ საკმარისი მტკიცებულებები წარვადგინეთ იმის დასამტკიცებლად, რომ სააკაშვილი შინა პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო. ახლა სააპელაციო პროცესები გველის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აპელაციის დროს საკმარის მტკიცებულებებს წარმოვადგენთ. არანაირი ისტერიკა და ყვირილი არ იქნება. თუმცა არ ვიცი, ახლა თავად სააკაშვილი როგორ ახსნის საკუთარ სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ტოტალიტარული რეჟიმის ქვეყანაა და ყველასახელმწიფო და სასამართლო აპარატი პრეზიდენტს ექვემდებარება”, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.