ვლადიმირ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა
ვლადიმირ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტის ოფისის თქმით, სახელმწიფოს მეთაური თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურად, თვითიზოლაციაში განაგრძობს.

უკრაინაში პანდემიის დაწესებიდან დღემდე, ვირუსის 483 153 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 8 812 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.