უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთის გაზსადენზე აფეთქებებთან კავშირს უარყოფენ
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთის გაზსადენზე აფეთქებებთან კავშირს უარყოფენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთის გაზსადენზე მომხდარ აფეთქებებთან კავშირს უარყოფენ. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, ასეთი აფეთქების მოწყობას ფართო ტექნიკური და ფინანსური რესურსი სჭირდება.

„ვის ჰქონდა ეს ყველაფერი აფეთქების დროს? მხოლოდ რუსეთს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მანამდე „უოლ სთრით ჯოურნალმა“ გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ აფეთქებების გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა თავდაპირველად დაამტკიცა, შემდეგ კი აშშ-ის სპეცსამსახურების თხოვნით გააუქმა.