უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული განცხადებით, ვლადიმირ ზელენსკის კონფლიქტის ზონაში მოწინავე პოზიციებს მოინახულებს, სადაც ბოლო დროს სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მოწინააღმდეგე მხარის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მცხოვრებლები.

ზელენსკი დონბასში უკრაინელ სამხედროებს შეხვდება.

უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონბასში ვითარების ესკალაციის შედეგად 11 უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა.