უკრაინის მთავრობამ არასამუშაო დღეებში მკაცრი შემზღუდავი ზომების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო
უკრაინის მთავრობამ არასამუშაო დღეებში მკაცრი შემზღუდავი ზომების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
კიევში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსული ინფექციის სწრაფი გავრცელების პრევენციას ისახვას მიზნად.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, არასამუშაო დღეებში დაწესებული შეზღუდვები 14-დან 30 ნოემბრამდე იმოქმედებს.
უკრაინის ხელისუფლებამ შეზღუდა რესტორნების, კინოთეატრების, სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება და საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება.
უკრაინის მთავრობა ასევე გეგმავს, რომ ღია სივრცეებში პირბადის ტარება წლის ბოლომდე იყოს სავალდებულო.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, უკრაინაში კორონავირუსული ინფექცია 490 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა.
არასამუშაო დღეებში შეზღუდვების დაწესება ასობით მეწარმემ მთავრობის შენობასთან გააპროტესტა.