უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალების მიერ 6 იანვარს ბახმუტზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ საშობაოდ გამოცხადებული ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, 6 იანვარს ბახმუტზე საარტილერიო იერიში განხორციელდა.
მათივე ცნობით, რუსული ძალების მიერ ბახმუტზე საარტილერიო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობითვე, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.