უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალების მიერ 6 იანვარს ბახმუტზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა

16:23, 07.01.2023

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ საშობაოდ გამოცხადებული ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, 6 იანვარს ბახმუტზე ​საარტილერიო იერიში განხორციელდა.

მათივე ცნობით, რუსული ძალების მიერ ბახმუტზე საარტილერიო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობითვე, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.

მსგავსი