უკრაინის გენშტაბი - საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე და შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ დონბასში
უკრაინის გენშტაბი - საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე და შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ დონბასში

რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე და ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს დონბასში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„მტერი განაგრძობდა საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე. მათი ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ჩვენი შეიარაღებული ძალების დანაყოფების დაბლოკვაზე. ასევე, განხორციელდა რუსული ჯარების ნაწილების გადასროლა მარიუპოლიდან კურახოვსკის მიმართულებით“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

ამავდროულად, გენშტაბის ცნობით, კურახოვსკის მიმართულებით ოკუპანტების ჯგუფი გაძლიერდა პირველი საარმიო კორპუსის დამატებითი საარტილერიო ნაწილებით.

„მტერი აგრძელებს საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს, რათა გაანადგუროს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მოშალოს ჩვენი ჯარების ლოგისტიკური სისტემა. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების დასადგენად, მტერმა საჰაერო დაზვერვა ჩაატარა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ოკუპანტები აგრძელებენ რუბეჟნოესა და პოპასნეს დასახლებებზე სრული კონტროლის დამყარების მცდელობებს და იღებს მოსამზადებელ ზომებს სევეროდონეცკისკენ წინსვლისთვის. მტერი აგრძელებს ჩვენი ჯარების საარტილერიო დაბომბვას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ზოგადად, ოკუპანტები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.