უკრაინის გენშტაბი - ბელარუსის გომელის რეგიონში ფიქსირდება „ისკანდერის“ გამშვები დანადგარების მოძრაობა უკრაინის საზღვრის მიმართულებით
უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკის გომელის რეგიონში ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ გამშვები დანადგარის უკრაინის საზღვრის მიმართულებით გადაადგილება დაფიქსირდა.
ასევე, გენშტაბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მტრის ძალისხმევა ძირითადად კონცენტრირებულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებასა და შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის მზადებაზე.
„რუსეთის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის 33-ე დღე გრძელდება. მტრის ძალისხმევა ძირითადად კონცენტრირებულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებასა და შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის მზადებაზე. ბელარუსის რესპუბლიკის გომელის რეგიონში ფიქსირდება „ისკანდერის“ გამშვები დანადგარების მოძრაობა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.