უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციების შტაბში აცხადებენ, რომ 9 მარტს დონბასში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს
რუსეთისგან მხარდაჭერილმა უკრაინელმა სეპარატისტებმა უკრაინის არმიის პოზიციების დაბომბვის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციების შტაბი ავრცელებს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 9 მარტს დონბასში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს და მინსკის შეთანხმების დარღვევით 120 მილიმეტრიანი და 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები, ასევე სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები გამოიყენეს.
სეპარატისების დაბომბვებს უკრაინის არმიამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებს შორის ცოცხალი ძალის დანაკარგები არ არის.