უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, კიევში უკრაინის დროშა დრონებით გაუშვეს
უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე ქვეყნის ეროვნული დროშა დრონების საშუალებით ჰაერში გაუშვეს. პერფორმანსის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო, ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რომ რუსული საფრთხის წინაშე უკრაინელები ერთიანი არიან.
უკრაინაში დღეს, 16 თებერვალს, როდესაც დასავლეთის ქვეყნები რუსეთის მხრიდან თავდასხმის დაწყებას ვარაუდობდნენ, უკრაინის ერთიანობის დღე აღინიშნება. ინიციატივა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ეკუთვნის.
კიევის ქუჩებში გამოფენილია ეროვნული დროშები, ხოლო საღამოს სახელმწიფო შენობები უკრაინის დროშის ფერებში განათდება.