რუსეთში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული 25 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

10:53, 10.11.2024

რუსეთის საჰაერო ძალებმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული 25 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დედაქალაქის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ცნობებით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნას ნგრევა არ გამოუწვევია.

დრონებით იერიშის საფრთხის გამო მოსკოვის აეროპორტებმა, „დომოდედოვომ“ და „ჟუკოვსკიმ“ დროებით ავიარეისების მიღება და გაგზავნა შეაჩერეს. „ვნუკოვო“ კი საშტატო რეჟიმში მუშაობს.

მსგავსი