უკრაინის ეროვნული გვარდიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ხარკოვთან სამხედრო დასახლება დაბომბეს
რუსეთის ძალებმა ხარკოვთან სამხედრო დასახლება დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის აღმოსავლეთის ოპერატიულ-ტერიტორიული გაერთიანება ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ბომბდამშენებმა ხარკოვთან სამხედრო დასახლება დაბომბეს, სადაც უკრაინის ეროვნული გვარდიის მეხუთე ბრიგადა არის განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ჯარისკაცი. არიან დაჭრილები.
„მიუხედავად დანაკარგებისა და ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანებისა, გვარდიელები მტკიცედ იცავენ ხარკოვს შეიარაღებულ ძალებთან, ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან, ეროვნულ პოლიციასთან და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე!“ – ნათქვამია ფეისბუქით გავრცელებულ განცხადებაში.