უკრაინის ეროვნულ პოლიციაში აცხადებენ, რომ პოლიციის არავაქცინირებულ 405 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა
უკრაინის ეროვნულ პოლიციაში არავაქცინირებულ 405 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა. შესაბამისი განცხადება ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ გააკეთა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ისინი არავაქცინირებული არიან და სხვა ადამიანებს უქმნიან საფრთხეს“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ.
მისი თქმით, დღეს უკრაინის ეროვნულ პოლიციაში 2 500 ადამიანია ინფიცირებული, თანამშრომელთა თითქმის 95%-ს კი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვს.