უკრაინის ჩერნიგოვის ოლქიდან, სადაც სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა, 10 000 ადმიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი იჩნიადან ამ ეტაპზე 10 000 ადმიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ინფორმაცია დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
აფეთქების მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია. ასევე უცნობია, რამ გამოიწვია სამხედრო საწყობში აფეთქება.
ადგილზე სპეციალური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ჩერნიგოვისკენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ გროისმანი მიემართება.