უკრაინის ატომური ენერგიის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს
რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს. ინფორმაცია უკრაინის ატომური ენერგიის სამინისტრო ადასტურებს.
„ამჟამად ჩერნობილის ატომური სადგურის მოედანზე უცხო პირები არ იმყოფებიან“, – ნათქვამია ჩერნობილის ზონის მმართველი სააგენტოს მიერ „ფეისბუქით“ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრში აცხადებენ, რუსმა სამხედროებმა აიძულეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალს ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომ თითქოსდა ისინი 24 თებერვლიდან სადგურს იცავდნენ.
ამასთან, როგორც უკრაინის მთავრობა იუწყება, რუსმა სამხედროებმა გაძარცვეს სადგური, წაიღეს ტექნიკა და სხვა ნივთები.
ვრცელდება ცნობები, რომ მათ თან წაიყვანეს ნაციონალური გვარდიის წევრებიც და მძევლების გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ატომური ენერგიის საერთშორისო სააგენტოში განაცხადეს, ისინი უკრაინის მთავრობასთან კონსულტაციებს მართავენ, რათა უახლოეს დღეებში ჩერნობილში მისიის გაგზავნას მხარი დაუჭიროს.