უკრაინის არმიამ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტებით რუსეთის პოზიციებზე პირველი იერიშები მიიტანა
უკრაინის არმიამ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტებით რუსეთის პოზიციებზე პირველი იერიშები მიიტანა. „ვოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, რაკეტები უკრაინას სავარაუდოდ, რამდენიმე დღით ადრე საიდუმლოდ გადაეცა.
უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული რუსული ავიაბაზები ბერდიანსკში და ლუგანსკში დაბომბა. დაბომბვის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა მოდიფიკაციის ცხრა ვერტმფრენი, საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები, საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, ასევე დაზიანდა აეროდრომების ასაფრენი ბილიკები.
„ატაკამსის“ ტიპის რაკეტა შეიცავს 200-დან 300-მდე საბრძოლო მასალას და სამიზნის განადგურება 300 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.