უკრაინის აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი პენი პრიცკერი კიევში ჩავიდა
უკრაინის აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი პენი პრიცკერი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბირჯიტ ბრინკი ავრცელებს.
„კომპანია „ამენტუმის“, „კლაიცო ინკის“ და „ვესტინგაჰაუს ნუქლიარის“ ხელმძღვანელებთან ერთად ვცდილობთ, დავეხმაროთ უკრაინას, ააშენოს საკუთარი მომავალი. გამჭვირვალე ბიზნეს გარემო და ძლიერი კანონის უზენაესობა უკრაინის აღდგენისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვან გასაღებად რჩება“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში აშშ-ის ელჩი.