უკრაინიდან პოლონეთში გადასული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ვარშავა-თბილისის რეისით სამშობლოში დაბრუნდა
უკრაინიდან პოლონეთში გადასული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ვარშავა-თბილისის რეისით სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უკრაინიდან პოლონეთის გავლით სამშობლოში დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი პოლონეთის დედაქალაქიდან ცოტა ხნის წინ დაჯდა.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების თქმით, უკრაინის სხვადასხვა ქალაქი მარტის შუა რიცხვებში დატოვეს და პოლონეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ, სადაც რამდენიმე დღე დაყვეს. როგორც მათ განაცხადეს, ვარშავიდან მათი ტრანსპორტირება საქართველოს საელჩომ უზრუნველყო.