უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხვალ სტამბოლში მოაწერენ ხელს
უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხვალ სტამბოლში მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის ხელმოწერის ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დაესწრებიან.
უკრაინიდან მარცვლეულის გამოსატანად სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, შექმნან საკოორდინაციო ცენტრი საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის.