თურქეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტამბოლში შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, შექმნან საკოორდინაციო ცენტრი საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის
თურქეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტამბოლში შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, შექმნან საკოორდინაციო ცენტრი საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის

უკრაინიდან მარცვლეულის გამოსატანად სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე პროგრესს მიაღწიეს. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, შექმნან საკოორდინაციო ცენტრი საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვეულის ექსპორტისთვის.

„ოთხმხრივ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ტექნიკურ საკითხებზე, მაგალითად, პორტიდან გამოსვლის წერტილებში ერთობლივ კონტროლსა და მარშრუტებზე სანავიგაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მომდევნო კვირას, შეთანხმების ხელმოსაწერად უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები კვლავ თურქეთში შეიკრიბებიან.