უკრაინელი ტურისტი - საქართველო ყველანაირად გვიდგას გვერდით
უკრაინელი ტურისტი - საქართველო ყველანაირად გვიდგას გვერდით

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის მოქალაქე ვლადიმერ ზაიკა საქართველოში დასასვენებლად ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ისინი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ვლადიმერ ზაიკა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ ყველანაირად უდგას გვერდში.

„ჩვენ საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედით, დიდი ხანია ვგეგმავდით შვებულებას და უეცრად მოვლენები ასე განვითარდა. ძალიან მადლობლები ვართ ქართველი ხალხის, ჩვენ ყველაფერში გვიდგანან გვერდით, როგორც მორალურად, ასევე ჩვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ. განგვათავსეს სასტუმროში, გვეხმიანება ყველა სამთავრობო უწყება, უბრალო ხალხი. ძალიან მადლობლები ვართ ქართველი ხალხის, თქვენ ძალიან კეთილი გული გაქვთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – აცხადებს უკრაინელი ტურისტი ვლადიმირ ზაიკა.

​პრემიერის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს.