საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს პარიზის კონფერენციაზე - PURE Meetings & Events გაეცნენ
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს პარიზის კონფერენციაზე - PURE Meetings & Events გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში, პარიზში, საქმიანი ტურიზმის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ტურისმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, PURE Meetings & Events-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, B2B ფორმატში შეხვედრები გაიმართა პოტენციურ პარტნიორებთან. ბიუროს თანამშრომლებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს საფრანგეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან. PURE Meetings & Events-ის კონფერენციაში ევროპის 600-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, სასტუმრო, ავიაკომპანია, კონგრესცენტრი და ტურისტული ორგანიზაცია, ასოციაცია და სააგენტო მონაწილეობდა.