უკრაინაში სასულიერო პირების ნაწილმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა
უკრაინაში სასულიერო პირების ნაწილმა „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთე. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აცრა საჯაროდ გაიკეთა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა სვიატოსლავ შევჩუკიმ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიხაილოვსკის ოქროს გუმბათოვანი მონასტრის არქიმანდრიტმა, ლავრენტი ჟივჩაკმა.
ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორივე სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ეკლესია არ უარყოფს და კრძალავს ვაქცინის გაკეთებას.