უკრაინაში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინაში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალების განმარტებით, საფრთხე რუსული ძალების მხრიდან Tu-95MS-ის ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავების სავარაუდო გაშვების მიზეზით გაჩნდა.

უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც. აფეთქებები მოხდა ხარკოვისა და ჩერკასის რაიონშიც.

ხარკოვის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის არმიამ რეგიონში, სულ მცირე, ოთხი დარტყმა განახორციელა. შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.