უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო
უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო

უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გამართულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიაზე საქართველოს ელჩი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად იყო მიწვეული.

კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელად, კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონია ჩატარდა.

ინტრონიზაციის ცერემონია საღმრთო ლიტურგიის დროს გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ემანუელმა, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა მაკარმა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა სიმეონმა მიიღეს.