კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად მიტროპოლიტი ეპიფანე აღიარა
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად მიტროპოლიტი ეპიფანე აღიარა

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად მიტროპოლიტი ეპიფანე აღიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას სინოდის 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო შვიდი წინააღმდეგი წავიდა.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სინოდი ელოდება უფრო ფართო კონსულტაციებს ამ საკითხზე, რათა „გადაიჭრას კრიზისი, რომელიც ქრისტეს ეკლესიას ემუქრება“

24 ოქტომბერს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ეპიფანე ლიტურგიაზე პირველად მოიხსენია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად.