იაპონიის ახალი იმპერატორი - მჯერა, იაპონელი ხალხის სიბრძნე და ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს, ასევე იაპონია შეიტანს წვლილს საყოველთაო მშვიდობაში 
იაპონიის ახალი იმპერატორი - მჯერა, იაპონელი ხალხის სიბრძნე და ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს, ასევე იაპონია შეიტანს წვლილს საყოველთაო მშვიდობაში 

იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს. 59 წლის ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონია იმპერატორის სასახლეში, „ფიჭვების დარბაზში“ გაიმართა.

მანამდე იაპონიის ახალმა იმპერატორმა დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა მამას, აკიჰიტოს, რომელმაც ტახტზე 30 წელი გაატარა და „ჭირშიც და ლხინშიც ხალხთან ერთად იდგა“.

„მჯერა რომ, იაპონელი ხალხის სიბრძნე და ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს და იაპონია შეიტანს წვლილს მსოფლიო თანამეგობრობის დამეგობრებასა და საყოველთაო მშვიდობაში“, – განცხადა იაპონიის ახალმა იმპერატორმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ახალ იმპერატორს ტახტზე ასვლა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ მიულოცა.

იაპონიის ახალი იმპერატორის ინტრონიზაციის ცერემონიას 174 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ნარუჰიტომ იმპერატორის ტახტი მას შემდეგ დაიკავა, რაც მამამისმა, 83 წლის აკიჰიტომ იმპერატორობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა. ზოგადად, იაპონიის იმპერატორის ტახტზე უარის თქმა დაუშვებელია, თუმცა იაპონელმა კანონმდებლებმა აკიჰიტოსთვის გამონაკლისი დაუშვეს. ახლა აკიჰიტო „საპატიო იმპერატორის“ ტიტულს ატარებს.

დატოვე კომენტარი