უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ.

მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ უკრაინაში საქართველოს საელჩოში.