უკრაინაში მოლდოვის ელჩი - კიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით ირინა ვერეშჩუკის განცხადებები ხელს არ უწყობს ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ თესავს უთანხმოებას
უკრაინაში მოლდოვის ელჩი - კიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით ირინა ვერეშჩუკის განცხადებები ხელს არ უწყობს ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ თესავს უთანხმოებას

კიშინიოვის პოლიტიკასთან დაკავშირებით უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებები ხელს არ უწყობს ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ თესავს უთანხმოებას, – ამის შესახებ უკრაინაში მოლდოვის ელჩმა, ვალერიუ კივერიმ განაცხადა.

„მოლდოვის რესპუბლიკა უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან გვერდით დაუდგა კონკრეტული ქმედებებით და არა ლამაზი სიტყვებით. ამის თქმა შეუძლია ათიათასობით ლტოლვილს, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ იღებს. ემოციებსა და დამახინჯებულ რეალობაზე დაფუძნებული დეკლარაციები არ დაგვეხმარება, პირიქით, მხოლოდ უთანხმოებას გამოიწვევს. მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები“, – განაცხადა მოლდოველმა დიპლომატმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა „ჟურნალ ტევესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდოვა უკრაინისთვის ძალიან ცოტას აკეთებს. გარდა ამისა, ვერეშჩუკის თქმით, მოლდოვის ხელისუფლება სავარაუდოდ ომს არ უწოდებს ომს.