უკრაინაში მესამე დღეა, კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება
უკრაინაში ზედიზედ მესამე დღეა, კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ვლინდება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 362 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში დაავადება 16 669 პაციენტს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 748 ინფიცირებული. ბოლო დღე-ღამეში აღრიცხულ ინფიცირებულებს შორის 786 ბავშვი და 446 მედიკოსია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 596 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ჯამში მილიონ 283 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 31 135-ს შეადგენს.