უკრაინაში ლგბტ თემის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
უკრაინაში ლგბტ თემის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

კიევში ლგბტ თემის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. 200-მდე ადამიანი ქალაქის ცენტრში შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისგან ლგბტ თემის წინააღმდეგ კანონის მიღებას ითხოვენ.

მსგავსი კანონი 2013 წელს რუსეთის დუმამ მიიღო. ამ კანონის ფარგლებში რუსეთის ფედერაციაში ლგბტ თემის ასობით წევრი დააკავეს. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, რუსეთის ქალაქებში ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების პერმანენტული დარღვევის ფაქტები ფიქსირდება.

კიევში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებმა ღიად განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მსგავსი კანონი უნდა ამოქმედდეს, რის საფუძველზეც ლგბტ თემის პროპაგანდა აიკრძალება.

აქციის ორგანიზატორები ულტრამემარჯვენე ჯგუფია. ერთ-ერთმა მათგანმა აქციაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა და სთხოვა, ზეწოლა მოახდინოს უკრაინის მთავრობაზე, რომ ლგბტ თემის წინააღმდეგ რადაში კანონპროექტი შემუშავდეს.