უკრაინაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი კარანტინი იანვარში დაწესდება
უკრაინაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი კარანტინი იანვარში დაწესდება. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გააკეთა.
ახალი ზომების მიხედვით 8 იანვრიდან დაიხურება სკოლები, კაფეები, რესტორნები, სპორტული დარბაზები და გასართობი ცენტრები. შეზღუდვები 24 იანვრამდე იქნება ძალაში.
„2021 წლის 8 იანვრიდან 24 იანვრამდე უკრაინაში კარანტინი გამკაცრდება. მოდით დავარქვათ ამას „ზამთრის არდადეგები უსაფრთხოებისთვის“. ეს იმისთვის კეთდება, რომ არ დავუშვათ ინფიცირებულთა ახალი ტალღის წარმოქმნა, რომელიც საახალწლო დღესასწაულების შემდეგ შესაძლოა მოხდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 867991 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 14 702 ადამიანი.