უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში „კოვიდ-19“ 6 410 პაციენტს დაუდასტურდა, 2 194 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 293 641 შემთხვევა, 124 113 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 517 დაიღუპა, მათ შორის 109 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.