უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 8 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 232 ადამიანი გარდაიცვალა
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 232 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 14 020 პაციენტი გამოჯანმრთელდა, „კოვიდ-19“-ზე ტესტირება 46 696 ადამიანს ჩაუტარდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 979 506 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 16 897 ადამიანი.