უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 7 925 ახალი შემთხვევა დადასტურდა
უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 7 925 ახალი შემთხვევა დადასტურდა

უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 925 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 10 192 პაციენტი, ხოლო 162 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 138 764 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 837 060 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 20 376 პაციენტი კი გარდაიცვალა.