უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 7 517 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 2 680-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 121 ინფიცირებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 330 396 შემთხვევა, მათ შორის 137 578 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 164 გარდაიცვალა.