უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 5 011 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 99 პაციენტი
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 5 011 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 292 პაციენტი, ხოლო 99 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში აღრიცხულ ინფიცირებულებს შორის 113 ბავშვი და 164 მედიკოსია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 115 026 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 791 598 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 767 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უკრაინაში 8-დან 25 იანვრამდე მკაცრი საყოველთაო კარანტინი მოქმედებს.