უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 4 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 89 პაციენტი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 286 ადამიანს დაუდასტურდა, 1 702 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 3 218-ს შეადგენს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსმა 89 კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 47 811 ადამიანს ჩაუტარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1 347 849 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 170 023 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 25 982 პაციენტი კი გარდაიცვალა.