უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 11 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 223 ადამიანი
უკრაინაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი ქვეყანაში 11 490 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 488 ბავშვი და 445 მედიკოსია.
გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში გამოჯანმრთელდა 15 775 ინფიცირებული, ხოლო 223 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 001 132 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 631 435 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 395 პაციენტი კი გარდაიცვალა.