უკრაინაში კორონავრუსით გარდაცვალების რეკორდული შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 107 ადამიანი.
შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 5 133 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 152 პაციენტი.
უკრაინაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 270 587 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 122-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა სულ 116 562 ადამიანი.