უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 057 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 198 ადამიანი დაიღუპა, 6 235 კი გამოჯანმრთელდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, უკრაინაში ინფიცირების შემთხვევებმა 500 000-ს გადააჭარბა, 9 145 ადამიანი დაიღუპა, 227 694 გამოჯანმრთელდა.
უკრაინაში ამ დროისთვის 264 026 აქტიური შემთხვევაა. ახალი შემთხვევების უმრავლესობა ქვეყნის დედაქალაქ კიევში, ასევე კიევის, ზაპოროჟიეს და ოდესის ოლქებში გამოვლინდა.
უკრაინის ხელისუფლებამ არასამუშაო დღეებში მკაცრი შემზღუდველი ზომების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 14-დან 30 ნოემბრამდე იმოქმედებს.