უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 6 719 ადამიანს. გარდაიცვალა 141 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან განიკურნა 2 686 პაციენტი.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 315 826 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 5 927 პაციენტი გარდაიცვალა, 132 219 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.