უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა
უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 342 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში დაავადება 14 174 პაციენტს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 7 386 ინფიცირებული. ბოლო დღე-ღამეში აღრიცხულ ინფიცირებულებს შორის 750 ბავშვი და 434 მედიკოსია.

ბოლო დღე-ღამეში ასევე ჰოსპიტალიზებულია რეკორდული რაოდენობის ინფიცირებული. კერძოდ, საავადმყოფოებში 5 438 პაციენტი მოათავსეს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 579 ათასზე მეტი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ჯამში მილიონ 276 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 30 773-ს შეადგენს.