უკრაინაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პირველი ეტაპი მიმდინარე თვიდან დაიწყება
უკრაინაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პირველი ეტაპი მიმდინარე თვიდან დაიწყება

უკრაინაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პირველი ეტაპი მიმდინარე თვიდან დაიწყება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, ექიმები, სამხედროები და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები იქნებიან პირველები, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდებათ. მისი თქმით, 2022 წლის დასაწყისისთვის ვაქცინაციის პროგრამა უკრაინის მოსახლეობის სულ მცირე ნახევარს მოიცავს.

გასულ კვირას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა საწყის ეტაპზე „კოვაქსის“ პროგრამის ფარგლებში „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის 117 ათას დოზას მიიღებს. მისი თქმით, თებერვლიდან მარტის დასაწყისამდე ვაქცინის უფრო დიდი დოზების მიღებაა მოსალოდნელი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1.3 მილიონს აღწევს. ვირუსმა მათ შორის თითქმის 25 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.