უკრაინაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია შესაძლოა, 15 თებერვლიდან დაიწყოს
უკრაინაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია შესაძლოა, 15 თებერვლიდან დაიწყოს

უკრაინაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია შესაძლოა, 15 თებერვლიდან დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის მთავარმა სანიტარმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თებერვალში უკრაინა „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის 117 ათასს დოზას მიიღებს, ამასთან 2021 წლის პირველ ნახევარში ქვეყანა ელოდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 2,2-დან 3,7 მილიონამდე დოზას.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია უკრაინაში უფასო იქნება. ზელენსკიმ ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვთან კორონავირუსისგან იმუნიზაციის საკითხი განიხილა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვაქცინაცია პრიორიტეტული ჯგუფებიდან დაიწყება.