უკრაინაში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში 350 ბავშვი და 493 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა.

გასული დღე-ღამის განმავლობში „კოვიდ 19“-ს უკრაინაში 191 ადამიანი ემსხვერპლა, 6 802 კი გამოჯანმრთელდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, უკრაინაში კორონავირუსული ინფექცია 489 808 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 221 459 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 947 კი დაიღუპა.

ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევა კიევში, ოდესის, კიევის, ლვოვის და ზაპოროჟიეს ოლქებში გამოვლინდა.